ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მცხოვრებლები სასტუმროებში გადაჰყავთ

Read Time:1 Minute, 12 Second

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მემედ აბაშიძის #56-ში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

სახლის მცხოვრებლები, სასტუმროებში გადაჰყავთ იმის გამო, რომ ექსპერტების დასკვნით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ მცხოვრებლებმა დღეს საღამოს გაიგეს, რის შემდეგაც ისინი ტერიტორიას ტოვებენ.

სახლი ხუთი სადარბაზოსგან შედგება, მეხუთე სადარბაზო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა დანგრეულ სახლს, რამდენიმე დღეა თავისუფალია, დანარჩენი სადარბაზოებიდან კი მოსახლეობამ გასვლა დღეს საღამოს დაიწყო.

სახლის ამხანაგობის ხელმძღვანელი ქეთევან პაპავას ამბობს, რომ ხილული დაზიანებები მათ კორპუსში არ შეუნიშნავთ.

„სახლის ხილული დაზიანება ჩვენ არ შეგვიმჩნევია, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, ამიტომ, ყველა მოსახლე გავაფრთხილეთ, რომ დატოვონ შენობა. თითოეულ სადარბაზოში დაახლოებით 10-14 ოჯახი ცხოვრობს და ისინი გადადიან სასტუმროებში, საკმაოდ კარგ პირობებში“, – განაცხადა ქეთევან პაპავამ.

როგორც ამხანაგობის ხელმღვანელი ამბობს, საუბარია სახლის გამაგრებაზე და ორშაბათს გადაწყდება, რა ფორმით მოხდება მისი გამაგრება.

ამასთან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ჩამონგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან ოჯახების ევაკუაცია პრევენციის მიზნით განხორციელდა.

„ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ, მხოლოდ იყო სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ მომხდარიყო პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია, მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი, პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში. მე პირადად გადავდივარ ძმასთან“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ექსპერტიზის დასკვნის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მოხდება ხარვეზის გამოსწორება და კორპუსის გამაგრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყოველწლიურად გავითვალისწინებთ ათეულობით მილიონ ლარს, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი ბინებით – კახა კალაძე
Next post მეუფე დიმიტრი: შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს