ექიმი: ერთი კვირა სააკაშვილთან, სადილზე სუში მოაქვს, მეგონა თევზის სუშია და გამიხარდა, თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა

Read Time:50 Second

ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა, – ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ლუიზა შენგელიამ „იმედის კვირას“ სააკაშვილის კვების რაციონზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კვების რაციონის შედგენისას ენდოკრინოლოგის რჩევებს საერთოდ არ ითვალისწინებს.

„კალორაჟზე ენდოკრინოლოგმა, ქალბატონმა სოფომ რომ შესთავაზა ქალბატონ გიულის, არა, ეს ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ თვითონ უკეთ ვიცით, რა უნდა მოვუტანოთო. ჩვენ ამას არ მივიღებთო და არც გამოართვა ის კალორაჟი, რაც ქალბატონმა სოფომ გამოთვალა.

სჭირდება ცილოვანი საკვების მიღება. ცილოვან საკვებს საკვები სახითაც არ იღებს. მის საკვებში ძირითადი ბოსტნეულობაა. ამ ბოლო დროს, ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა.

ძირითადად, სიმპტომურ მკურნალობაზეა, რაც ეკუთვნის მის ორგანიზმს. სხვაგვარი მიდგომა უნდა და ამაზე უარს ამბობს. ესმის ყველაფერი, ძალიან ჭკვიანი და ყველაფერში გარკვეულია. შესაძლოა, ჩემზე მეტიც ესმის.

სიმპტომური მკურნალობა რას ნიშნავს? – ეს სახლშიც შეიძლება და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში, – განაცხადა ლუიზა შენგელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევ სააკაშვილს, სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს
Next post დიმიტრი ხუნდაძე ტარიელ ნაკაიძეზე: ეს კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც პასუხი იყო რელიგიური ნიშნით