ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

Read Time:2 Minute, 40 Second

ეპის­კო­პო­სი ია­სონ წა­მა­ლა­ი­ძე, თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სი­ნო­დის ყო­ფი­ლი წევ­რის, ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძის შვი­ლია. სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და.

რას ამ­ბობს მე­უ­ფე იო­ა­ნე მღვდლის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ მე­უ­ფე ზო­სი­მემ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა სცა­და

მიტ­რო­პო­ლი­ტი ზო­სი­მე სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა – “ნაკ­ლე­ბად ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, მო­მა­ს­მე­ნი­ნეს…”

წილკ­ნის ეპარ­ქია მე­უ­ფე ზო­სი­მეს მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბა­ზე : “ვთხოვთ მო­სახ­ლე­ო­ბას: ნუ ავ­ყვე­ბით ბო­რო­ტის ენას”

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა, ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. მას სი­ნოდ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, 1995 წელს მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა აეკ­რძა­ლა და წმინ­და სი­ნო­დი­დან გა­რი­ცხეს.

ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძის გვარ­მა, ბო­ლოს, მე­უ­ფე ზო­სი­მეს წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­იჟ­ღე­რა. ყო­ფი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ზო­სი­მეს წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ სკან­დალ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე წე­რი­ლის ად­რე­სა­ტია, რო­მელ­შიც 1988 წელს სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტმა სე­მი­ნა­რი­ის მა­შინ­დელ რექ­ტორს (ეპის­კო­პოსს) და წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ამ­ჟა­მინ­დელ მიტ­რო­პო­ლიტს, ზო­სი­მეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

5 იან­ვარს ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ სა­ჭი­როა მო­იწ­ვი­ონ სა­ერ­თო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა (არა სი­ნო­დის კრე­ბა), სა­დაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაგ­რო­ვე­ბულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ბიუ-ბიუს” წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა
Next post თეა წულუკიანი – მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ