დღეს თბილისის მერის კახა კალაძის დაბადების დღეა

Read Time:1 Minute, 59 Second

დედაქალაქის მოდური მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე იუბილარია.

კახა კალაძე იტალიურ კლუბში 2001-2010 წლებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 1978 წელს სამტრედიაში დაიბადა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იყო, 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე თბილისის მერია. ფეხბურთელობისას თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი 9 წლის მანძილზე იყო. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კახა კალაძე ანუკი არეშიძე

კახის მამა კარლო კალაძე სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე. 2003–2004 წლების სეზონში კალაძემ სერია A-ში 6, საერთო ჯამში კი 11 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა — „მილანში“ დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ანუკი არეშიძე

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი უკანასკნელი იყო კალაძის სანაკრებო კარიერაში. ის ნაკრების კაპიტანი იყო და მალტის ნაკრებთან საშინაო მატჩში საგოლე პასიც გააკეთა. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდგომ, 2011 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ სანაკრებო კარიერაც დაასრულა. 2013 წლის 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგა მისი გაცილების მატჩი პროფესიული ფეხბურთიდან, რომელშიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, მატიე ფლამინი, ფილიპო ინძაგი, ანდრეი შევჩენკო, ალექსანდრ შოვკოვსკი, ფაბიო კანავარო, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, შოთა არველაძე, სტეფანო ერანიო, გიორგი დემეტრაძე, ჯუზეპე ფავალი, ლევან კობიაშვილი, ჯუზეპე პანკარო, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, პეტრო ვერხოვოდი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. შეხვედრას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. კახა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაფასეს, როგორც „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა.

ანუკი არეშიძე

კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით – საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45-პროცენტიანი წილი სს „საქჰიდრომშენში“, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ „GMC ჯგუფზე“ გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“ და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია. ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და ოთხი ვაჟი: ლევანი, კახა, ვაჩე და ნიკოლა.

2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის არჩევნებში ის წარდგენილი იყო სამტრედიის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: არის კომპრომისი, რაზეც შეიძლება, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა
Next post გერმანია ჯავშანტექნიკის აქტიური თავდაცვის სისტემა TROPHY მიიღებს