გიორგი ვაშაძე: არის კომპრომისი, რაზეც შეიძლება, ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა

Read Time:30 Second

შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი, შეთანხმებას კომპრომისები სჭირდება ორივე მხრისგან, მაგრამ დღეს ის ვითარება არ არის, რომ ოპოზიციამ ისაუბროს კომპრომისებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა კომპრომისზე წავა ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის, ვაშაძე პასუხობს:

„ყველაფერი გინდათ, რომ გითხრათ? არის ის, რაზეც შეიძლება ჩვენ წავიდეთ, მაგრამ ამას თქვენ არ გეტყვით, ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გვაჩვენოს, რაზე წავა და მერე. დაემატება მოთხოვნები, მაგალითად უცხოელი მოსამართლეების პანელი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ყველა პოლიტიკურ საქმეს, ამიერიდან შემდგომი 20 წლის მანძილზე განიხილავს, რომ პროკურატურამ არავინ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, აი, მაგალითად ეს არის ერთი მაგალითი და სხვებს მერე ჩამოგითვლით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში
Next post დღეს თბილისის მერის კახა კალაძის დაბადების დღეა