დიმიტრი ხუნდაძე IDFI-ს კვლევის შედეგებს სპეკულაციად აფასებს და მათი მხრიდან “მხილებას” უსაფუძვლოს უწოდებს

Read Time:1 Minute, 33 Second

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე IDFI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მისი შეფასებით, კვლევის შედეგები სპეკულაციაა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება დეპუტატის მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ – უსაფუძვლო.
კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. „საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დიმიტრი ხუნდაძემ ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა და უფრო მეტი დახარჯა,ვიდრე წინა წლის იგივე თვეში“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.
„მკითხველი ამ “მიგნებას”, რა თქმა უნდა, ისე გაიგებდა, თითქოს დიმიტრი ხუნდაძემ საწვავი რესტორნიდან-რესტორანში ან აგარაკიდან-აგარაკზე სასეირნოდ გამოიყენა და თანაც იმ დროს, როცა სეირნობა სხვას ეკრძალებოდა. ამას მინიმუმ სიცრუე, უმადურობა, დეპუტატის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქვია.
2020 აპრილი-მაისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობა პანდემიის გამო გამოცხადდა. ამ პერიოდისთვის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო. სიკვდილობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდებოდა. ზოგან 15%-საც კი აღწევდა. ვითარება იძაბებოდა საქართველოშიც. კლინიკებს ისევე, როგორც მედპერსონალს და სხვებს, პრაქტიკულად ყველას, ასეთი კრიზისის მართვის არანაირი გამოცდილება არ ქონდათ.
საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პრემიერისგან მივიღეთ დავალება, უმოკლეს დროში, რეგიონებში შეგვემოწმებინა ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, საჭირო მასალების მარაგები და ადგილზე გაგვეცა რეკომენდაციები.
დაუყოვნებლივ და უწყვეტ რეჟიმში დავიწყეთ საგანგებო დავალების შესრულება. მოვიარეთ პრაქტიკულად ყვ ელა რეგიონი: აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.(ყოველგვარი სამივლინებო და დამატებითი ხარჯების გარეშე). საზოგადოება ამას ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს. ყველა რეგიონიდან გვქონდა სატელევიზიო ჩართვები, ხშირად პირდაპირ ავტომობილიდან და საზოგადოებას ვაწვდიდით ინორმაციას. ვფიქრობ ჩვენმა დაძაბულმა “სეირნობამ” და საგანგებო მდგომარეობის დროს” საწვავის დანახარჯმა” შედეგი გამოიღო.
მინდა, მადლობა ვუთხრა მედპერსონალს, თითოეული რეგიონის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის. ჩვენ ერთად მოვახერხეთ, უმოკლეს დროში, გაგვემართა სისტემა. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ვინც ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს. მადლობა ჩემს მძღოლს, რომ უსაბრთხოდ და შეუსვენებლად მოგვ ემსახურა. ყველამ ერთად ქვეყნისა და საზოგადოების უსაბრთხოების დაცვაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ ისე, როგორც შეგვეძლო. IDFI -ს კი საყვედური-“მხილება” უსაფუძვლო იყო. უხილავ ძალასთან ბრძოლა ისევ გრძელდება. ისე რომ ,თუ დაგვჭირდა, საწვავსაც დავხარჯავთ და ენერგიასაც, მთავარია დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: ყველა რეგიონში ფიქსირდება „ქართული ოცნების“ მყარი გამარჯვება 50%-ზე ზემოთ
Next post გოჩა ენუქიძე: მთიან რეგიონზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია