კახა კუჭავა: ყველა რეგიონში ფიქსირდება „ქართული ოცნების“ მყარი გამარჯვება 50%-ზე ზემოთ

Read Time:45 Second

„ყველა რეგიონში ფიქსირდება მყარი გამარჯვება 50%-ზე ზემოთ, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით მოვა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა უჭავამ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მოლოდინები გადაჭარბებულია თუ არა, ამას ჩვენ ვნახავთ 31 ოქტომბერს. ფაქტი ერთია,ზოგი კვლევით ჩვენი მხარდაჭერა იმაზე მაღალია, ვიდრე 63%, ზოგი კვლევებით – 54% შეიძლება იყოს.

ყველა რეგიონში ფიქსირდება მყარი გამარჯვება 50%-ზე ზემოთ, რაც გვაძლევთს საშუალებას ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით მოვა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად სჯერათ, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ გახდება საჭირო.

„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ყველა ის კვლევა, მოსახლეობის განწყობა და მათ შორის ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი პარტია დგამს წინასაარჩევნოდ, ასევე, ის, რასაც აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, რომელიც ნამდვილად არ ჯდება არანაირ ჩარჩოში. იგულისხმება ძალადობა, პროვოკაციები, დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსი“ და ბევრი სხვა, რასაც ძალიან კარგად ხედავს მოსახლეობა და აფასებს, რა გზას დაუჭიროს მხარი“, – განუცხადა „ქრონიკას“ კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს
Next post დიმიტრი ხუნდაძე IDFI-ს კვლევის შედეგებს სპეკულაციად აფასებს და მათი მხრიდან “მხილებას” უსაფუძვლოს უწოდებს