დავით სერგეენკო: როდესაც სახელმწიფო ჯანდაცვას გახდის პრიორიტეტად, ქვეყანას უჩნდება საერთაშორისო მხარდაჭერის უამრავი ახალი შესაძლებლობა – ჩვენ 2012 წელსვე გვქონდა უზარმაზარი მხარდაჭერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან

Read Time:1 Minute, 12 Second

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სექტორში მიაღწია.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მიღწეული წარმატება არაა მხოლოდ მისი, როგორც ჯანდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის დამსახურება და რომ ამ პროცესში მიღწეული პროგრესი იმ სამთავრობო პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც ჯანდაცვას პრიორიტეტულ სფეროდ მოიაზრებს.

„გამოვყოფ რამდენიმე მიღწევას, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ ჩათვალოს მსმენელმა და მაყურებელმა, რომ მე ამ მიღწევებს საკუთარ თავს მივაწერ, რომ ეს მიღწევები ჩემი დამსახურებაა. არა. როდესაც სახელმწიფო ჯანდაცვას გახდის პრიორიტეტად, ასეთ ქვეყანას უჩნდება საერთაშორისო მხარდაჭერის უამრავი ახალი შესაძლებლობა – ფინანსური, პროფესიული, ექსპერტული, კადრების გაცვლის და სწორედ ეს მოხდა. მაშინვე, 2012 წელსვე, გვქონდა უზარმაზარი მხარდაჭერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. მათ გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, უბრალოდ, ვერ შევძლებდით. საქართველოში დაწყებულმა საყოველთაო ჯანდაცვამ შეცვალა საყოველთაო ჯანდაცვის გლობალური პარადიგმა. დადასტურებულად გეუბნებით; იქამდე, მიიჩნეოდა, რომ ესაა მხოლოდ მდიდარი ქვეყნების შესაძლებლობა და ფუფუნება. საქართველოს მაგალითმა დაადასტურა, რომ შეიძლება და აუცილებელიცაა, რომ ეს დაიწყოს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებშიც. ისეთი გამორჩეული პროგრამები, როგორიც, მაგალითად, იყო ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა და ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, მაგრამ ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს, იყო აშშ-ის კიდევ ერთი დახმარების შედეგი. კოვიდთან ბრძოლის პროცესში, რა თქმა უნდა, დიდია ექიმების დამსახურებაც, მაგრამ ლუგარის ცენტრია ის, რასაც მთელი სისტემა დაეყრდნო. ასევე, C ჰეტიტის პროგრამა… ვერავინ გაიხსენებდა საქართველოს ჰეპატიტთან მიმართებით, 2014 წელს, რომ არ ყოფილიყო გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კონვერტირდება სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხში“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ძალიან სასიხარულოა, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა
Next post გოჩა ენუქიძე იფარის თემის სოფლების, ადიშის, ბოგრეშის, ზეგანისა და ნაკიფარის მოსახლეობას შევხვდა, სადაც