გრიგოლ ვაშაძე ხუთ თვითმმართველ ქალაქში ლიდერობს

Read Time:39 Second

ცესკოს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი.

რუსთავი, 84 უბნიდან დათვლილია 81 უბნის შედეგები –  გრიგოლ ვაშაძემ ხმების 47,15 პროცენტი მიიღო, რაც 21 775 ხმაა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 24,34 პროცენტი, 11 242 ხმა;

ქუთაისი 123 უბნიდან 122 უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 46,98 პროცენტი, 29 585 ხმა აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 28,67 პროცენტი, 18 058 ხმა;

ბათუმში 102 უბნიდან 100 უბნის მონაცემები – გრიგოლ ვაშაძე 44,78 პროცენტი, 27 368 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 33,91 პროცენტი, 20 722 ხმა;

ფოთი – 32 უბნიდან გრიგოლ ვაშაძე 39,82 პროცენტი, 6 775 ხმა, სალომე ზურაბიშვილი –  34,11 პროცენტი, 5 803 ხმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა
Next post კახა კალაძე: ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა