გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა

Read Time:34 Second

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი
ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა. შეხვედრას რაგბის ეროვნული
ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს“ გუნდის ახალი წევრი დავით კაჭარავაც დაესწრო. მაჟორიტარობის
კანდიდატმა სპორტსმენებთან სპორტის მნიშვნელობასა და სამომავლო
განვითარების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, რაგბს კიდევ უფრო დიდი
პოტენციალი აქვს და ამისთვის საჭიროა მხარდაჭერა, სპორტული
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომავალ თაობაში მეტი პოპულარიზაცია.
,,რაგბი ნამდვილად ჩვენი  თამაშია, დიდი პოტენციალი გვაქვს და მომავალ
თაობებს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ.“ – აღნიშნა კანდიდატმა
შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო
კომპლექსი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და ჯამში, 6 მილიონამდე
ლარი დაიხარჯა. კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და
ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედნის
ტრიბუნა 2 500 მაყურებელს, ხოლო ხელოვნურსაფარიანი ტრიბუნა 500
მაყურებელს იტევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ბევრი ღირსეული თაობების აღზრდას უსურვებს
Next post დიმიტრი ხუნდაძე: „მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია“