გიორგი ხელაშვილი: რომ გადავხედოთ ისტორიას, ყოველთვის, როცა ხდებოდა დაპირისპირება, ხალხი ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Read Time:31 Second

კრიტიკის რაოდენობა რაც წამოვიდა ბოლო დღეებში არის სრულიად გასაგები, რადგან ოპოზიციური პარტიის ფორმალური ლიდერის დაკავება და ციხეშ ჩასმა ნებისმიერ სახელმწიფოში ცუდად აღიქმება, – ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ოპოზიციამ უნდა აიღოს.

„თუ კი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყოველ ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ეს დაპირისპირება ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ამ ქვეყნისადმი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორულ ინტერესს ადასტურებს
Next post მიხეილ სააკაშვილი – ხელები შორს ქართული ბუნებისგან