გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა

Read Time:31 Second

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.

დახურული პროცესების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობების ნაწილი დაუშვებლად ცნო, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ადვოკატების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე არ დააკმაყოფილა და მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს მათ იმ შუამდგომლობაზე, რომელიც ბრალდებული პირებისთვის დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს 15:00 საათზე გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა
Next post სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა