სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

Read Time:23 Second

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას, გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 75 ოჯახისთვის, სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახისთვის სოფელ გლოლაში და 250 ოჯახისთვის სოფელ ღებში ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

,,ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სტიქიის ზონაში და წარმატებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რათა მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა
Next post გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია