გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Read Time:39 Second

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ამერიკის ელჩთან იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ის ელჩის თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, მისი მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობათა დინამიკაზე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, ასევე, სენატში, კონგრესსა და თეთრ სახლში გამართულ კონსულტაციებზე, რომელზეც საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღების საკითხი განიხილეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, როცა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მოწინავე ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დასაცავია, გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა – აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ – ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.

აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შეხვედრისას, საელჩოს სახელით სრული მზაობა გამოხატა, რომ საელჩო გააგრძელებს ინტენსიურ თანამშრომლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ძალას იხმარს, იმისთვის, რათა მნიშვნელოვანი ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს ან სახალხო დამცველმა ახალი კანდიდატურა წარადგინოს
Next post ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს