გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია

Read Time:48 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანი ოპოზიციური პარტიების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულ და პირიქით, მზად არიან, ნებისმიერი კონსტრუქციული გადაწყვეტილებისთვის.

„ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც არაფერი შეცვლილა, პირიქით, მგონია, რომ სურათი შეიცვალა იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ეს გამოჩნდა თუნდაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.

ყველამ იცის, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი. იმის იქით ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. მზად ვართ, მოლაპარაკებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, ერთი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის შიგნით არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც თვლიან, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მანდატები უნდა შეუწყდეთ.

„არის განსხვავებული მოსაზრებებიც, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს“, – დასძინა კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია – სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს რაღაც შეიცვალა, დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში, ოპოზიცია არის ძალიან მყარი და საჭირო იყო მოკლე განცხადება
Next post ფრიდონ ინჯია – „ნაცმოძრაობას“ მართავს შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი