გიგა ბოკერია – სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს რაღაც შეიცვალა, დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში, ოპოზიცია არის ძალიან მყარი და საჭირო იყო მოკლე განცხადება

Read Time:1 Minute, 23 Second

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ძალიან მყარია და იმ პარტიების ერთობლივი განცხადება, ვინც მანდატებზე უარი თქვა, სწორედ ამ მიმართულებით ბოლო დროს გავრცელებული სპეკულაციების გამო გახდა საჭირო.

„განცხადების შინაარსი ძალიან მარტივია. ბოლო პერიოდში ბევრ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და მეტ-ნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით ის, რომ რაღაც შეიცვალა, აირია, დიდი განხეთქილებაა ოპოზიციის რიგებში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიცია არის ძალიან მყარი. საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც მანდატებზე აქვს ნათქვამი უარი, რომელთა მიმართაც ამდენი სპეკულაცია იყო. მეტი სიცხადე რომ ყოფილიყო, ყოველ დღე ერთი და იგივე კითხვებია ხოლმე – რატომ ვერ მოხერხდა ელისაშვილის და „გირჩის“ პარტიასთან შეთანხმება? ეს მათ უნდა კითხოთ. ჩვენ მათ უკვე დიდი ხანია, არც განვიხილავთ ამ პოზიციის მქონეებად. მათ არ დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე. ფიზიკურად ვერც იქნებიან ამ განცხადების ნაწილი, რადგან ეს არის იმათი განცხადება, ვინც მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და რომლებთან მიმართებაშიც სპეკულაციები სულ გრძელდება. ჩვენს შეთავაზებაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე გაკეთდა, ფორმალურად, ოფიციალური პასუხით ივანიშვილის რეჟიმი არ მოსულა და დისკუსია არ გვქონია“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მანდატების შეჩერების საკითხს, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, ბოკერია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს აქამდეც უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

„კრიზისის განმუხტვა იმით ხომ არ ხდება, მანდატებს როდის შეაჩერებენ. ისევე როგორც მუქარები, ახლა თუ არ შეცვლით, გაგიუქმებთ – ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი.სიცხადის შემოსატანად, ბევრი სისულელის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში იყო ტირაჟირებული, მოხდა შეხსენება ამ პოზიციის, ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა როგორ არის შესაძლებელი.

ბოლო შეხვედრაზე ოპოზიციამ მორიგი კომპრომისული შეთავაზება გააკეთა. ამის შემდეგ აღარ შემდგარა მოლაპარაკება. ისინი არიან გასულები მოლაპარაკებების ზონიდან. ვიდრე გონს არ მოვა ივანიშვილის რეჟიმი და არ გააცნობიერებს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია, მანამდე კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება პროტესტი სხვადასხვა ლეგიტიმური ფორმით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ
Next post გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია