გიორგი გახარია: სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს თანმიმდევრულად და დღეს ეს პროგრესი ნათელია

Read Time:28 Second

სასამართლოს რეფორმა ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით, ქვეყანაში პროგრესია.

„სასამართლოს მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოს რეფორმა ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად. იცით, რომ ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესია. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ ვადარებთ გუშინდელ დღეს. რა თქმა უნდა, ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ უფრო მეტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა გორში ჩავიდა
Next post ლევან დავითაშვილი: თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა ჩვენთვის და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ისევე როგორც ღვინოს