გიორგი ამილახვარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თეორიულად სანქცირებულთა სია თბილისიდან არის მიწოდებული

Read Time:28 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი სანქციებთან დაკავშირებით დავით არახამიას ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, თეორიულად სანქცირებულთა სიის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, შესაბამისად, მას ვერანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი ძალა არ აქვს.

„სამწუხაროდ, გრძელდება ჰიბრიდული ომი უკვე უკრაინიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალის ხელმძღვანელისგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თეორიულად სანქცირებულთა სია თბილისიდან არის მიწოდებული, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არის დიდი მცდელობა საქართველოს მოსცხონ ჩირქი. ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი სამართლებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება“, – განაცხადა ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს
Next post „ხალხის ძალა“: განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს