„ხალხის ძალა“: განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს

Read Time:46 Second

განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მორიგ წერილშია ნათქვამი.

„ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს.

აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან.

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი“, – წერია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თეორიულად სანქცირებულთა სია თბილისიდან არის მიწოდებული
Next post იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია