იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

Read Time:56 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან და გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მართვის გერმანული მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და არსებული ცოდნა პენიტენციური სამსახურების გამართული ფონქციონირების მიმართულებით. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „ციფრული უნივერსტეტის“ კონცეფცია, რომლითაც გერმანული მხარე დაინტერესდა. ამ პროექტის მეშვეობით მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ-ფორმატში, დისტანციურად ჩაერთონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესში. ,,ციფრულ უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით გერმანია საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით მომავალში ითანამშრომლებს.

ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციური ტექნოლოგიურ მოწყობილობა „PROBBOX-ზე“ ისაუბრა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტებით უკვე დაინტერესდნენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო მზად არის მათ ეს გამოცდილება გაუზიაროს.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10 წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, მსჯავრდებულთა საკნის გარე აქტოვობების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ხალხის ძალა“: განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მონაწილეობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციაში გადამწყვეტია