გივი მიქანაძე: ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით საკითხების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანას, ამიტომ ჩავრთეთ პროცესში ფასილიტატორი ელჩები

Read Time:42 Second

ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრენი, რომ ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და დარეგულირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამასთან, მიქანაძე აცხადებს, რომ როცა ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები „ქართული ოცნება“ შეეცადა, რომ ეს პროცესი ქუჩაში არ გასულიყო და მომხდარიყო საკითხის გადატანა მოლაპარაკების მაგიდასთან.

„პროცესი რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ამიტომ ვითხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩები საქართველოში. თქვენ ნახეთ, რომ ოთხი რაუნდი გაიმართა, და დღეს გარკვეული შედეგები გვაქვს. დღეს პარლამენტში სამი პარტია გვყავს წარმოდგენილი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს ასახული საქართველოს პარლამენტში. „ჩვენ შეგვეძლო შეგვეწყვიტა უფლებამოსილება იმ 51 დეპუტატისთვის, რომელმაც დაწერა განცხადება, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ და დავტოვეთ არეალი, სადაც ეს ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდნენ, ეს ადამიანები აწონიდნენ სიტუაციას, ქვეყნის საკეთილდღეოდ დაფიქრდებოდნენ, რომ ადამიანები არ შეუშინდნენ პანდემიას, მივიდნენ არჩევნებზე და მათ ხმა მისცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Next post ამირან გამყრელიძე – გეგმა გვაქვს, მაისის ბოლომდე ორჯერადად ავცრათ 200 000-მდე ადამიანი, ხოლო ივნისიდან მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ