გიგა ბოკერია: ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, შეხვედრაზე უნდა დარჩენილიყო

Read Time:23 Second

ბატონი შალვა უნდა დარჩენილიყო ბოლომდე, თუ უნდოდა, სრული სურათი ჰქონოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომელმაც კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა.

„ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის დროს რაზე იყო ლაპარაკი, მაშინ უნდა დარჩენილიყო. მე რისი თქმაც საჭიროდ ჩავთვალე, უკვე გითხარით. ყველა თემაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ იყო უმძიმესი შეხვედრა. ამაზე მეტის არაფრის თქმას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯეიმს აპატურაი: ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ
Next post შალვა ნათელაშვილი: ბორელის ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა