გერმანია საქართველოში პრიორიტეტული სფეროებს €161,7 მილიონით დააფინანსებს

Read Time:43 Second

მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავენ, აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილია 161,7 მილიონი ევრო, მათ შორის 21,7 მილიონი ევრო გრანტის სახით.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა. გერმანიის მხრიდან კი ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი – ლევან აკინი ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”
Next post კატამ მცირეწლოვანი ბავშვი კიბეებზე დაგორებას გადაარჩინა