ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი – ლევან აკინი ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”

Read Time:48 Second

მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის  წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბის მოთხრობით მსურდა ქართული კულტურის წარმოჩენა, – ამის შესახებ წერს ფეისბუქზე ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს რეჟისორი ლევან აკინი, რომლის პრემიერა საქართველოში დღეს 8 ნოემბერს გაიმართება.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერს დღეს, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება.

ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები და ეკლესიები კატეგორიულად გმობენ ფილმს და გეგმავენ ადამიანებს, რომელთაც ფილმის სანახავად ბილეთები შეიძინეს, კინოთეატრებში შესვლა აუკრძალონ.

აბსურდია, რომ ადამიანებს, რომელთაც ბილეთები შეიძინეს, სიმამაცის გამოჩენა სჭირდებათ და ამავე დროს ძალადობის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის ნახვა სურთ.

მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის  წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით  მინდოდა ქართული კულტურისთვის ახალი აზრის შეძენა, რომელმაც თავის თავში ყველა უნდა მოიცვას და არა  – ზოგიერთი.

მაგრამ სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი საპროტესტო აქცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ დგომა”, – წერს ლევან აკინი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ყველა მოცეკვავეს საძინებელში უზის სანთლით ხელში და იცის, ვის როგორი სქესობრივი ცხოვრება აქვს” _ ბაია პატარაია ნინო სუხიშვილზე
Next post გერმანია საქართველოში პრიორიტეტული სფეროებს €161,7 მილიონით დააფინანსებს