გახარიას მიაჩნია, რომ საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს

Read Time:21 Second

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.

„სამინისტრომ უკვე მოამზადა კანონპროექტის კონცეფცია, რომელიც საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას ითვალისწინებს. ეს ასევე არის ფუნდამენტური რეფორმა და ფუნდამენტური ცვლილება მართლმსაჯულების სისტემაში. ამ კონცეფციის შესასწავლად ჩვენ უკვე გვსტუმრობდა ვენეციის კომისია, რომლის დასკვნასაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და დავიწყებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა გახარიამ.

უწყებამ უკვე მოამზადა შესაბამისი კანონპროექტის კონცეფცია და მასზე მუშაობა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედის დღეს თბილისში მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა იგეგმება
Next post კახა კალაძე – კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება