განათლების სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი მზადდება, სიმართლეს არ შეესაბამება

Read Time:33 Second

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. აცრა ნებაყოფლობითია, – ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშბული, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან.

„გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – ნათქცამია გავრცელებულ განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო
Next post ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა