ამირან გამყრელიძე: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო
ჯერჯერობით ნებაყოფლობითია კოვიდის საწინააღმდეგო აცრები – ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ მე რამდენჯერმე ჩემი პირადი პოზიცია გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. კერძოდ, ორ ჯგუფისთვის: ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, – 78% ერთჯერადით და 70% ორჯერადით, მაგრამ სხვა სამედიცინო პერსონალში ექთნებში, უმცროს სამედიცინო პერსონალში, ადმინისტრაციულ პერსონალში, შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებები პირველი ფრონტის ხაზია, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ აცრილი.
მეორე, რა თქმა უნდა, პედაგოგები: პირველ რიგში საშუალო სკოლების პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა პედაგოგებში, გვაქვს 63% მასწავლებლებში და 60%-მდე ადმინისტრაციულ პერსონალში ერთჯერადი აცრებით, ხოლო ორჯერადით – 52%-ია მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი. ასევე იყოს გზავნილები მშობლებისთვის, ჩვენ თუ გვინდა, რომ სრულად უსაფრთხო სკოლა გვქონდეს და ბავშვები ნაკლები რისკის ქვეშ დავაყენოთ, აუცილებელია მშობლები, ოჯახის სხვა წევრები იყვნენ აცრილები, ისევე როგორც მასწავლებლები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...