გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაია მიმინოშვილს სოფო გორგოძე ცვლის

Read Time:46 Second

 

გამოცდების ეროვნული ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განათლების მინისტმა მიხეილ ბატრიაშვილმა დღეს, 4 ოქტომბერს განაცახდა.

სოფო გორგოძეს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ილიას უნვიერსიტეტში იგი კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

სოფო გორგოძე მუშაობდა განათლების კონსულტანტად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში, გოპა კონსალტინგში და ა.შ.

ამჯერად იგი ორგანიზაცია IREX-ის პროფესიული განვითარების ექსპერტია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

NAEC-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე გაათავისუფლა. თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე.

ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, თემურ მურღულია და ლია გიგაური. სამინისტროში მოადგილეების რაოდენობა 7-დან 5-მდე შემცირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე დღეს ვატარებ იმ პიჯაკს, რომელსაც ვატარებდი 120 დღის მანძილზე, როცა ვიდექი ქუჩაში წინა რეჟიმის წინააღმდეგ
Next post ჩვენ უნდა გამოვიდეთ დეპრესიიდან. ჩვენ ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს.