გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს

Read Time:41 Second
საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
 
დახურული კონსულტაციები 19 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე, 29 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე გამართა დახურული კონსულტაციები კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციების შედეგად უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
 
ბაქო და ერევანი 10 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
 
ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს თავდაცვის სამინისტროების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა. ოფიციალური ერევნის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსკოვში გაემგზავრნენ, თუმცა ბაქომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
 
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Next post ოფიციალური ბაქო: სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანა