ოფიციალური ბაქო: სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანა

Read Time:29 Second

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა.

„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

მისივე თქმით, განჯაზე იერიში ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებას ცხადყოფს“, – დასძინა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა, ხოლო 5 – დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება განჯასა და მინგეჩაურზე სარაკეტო იერიშის მიტანას უარყოფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხზე დახურულ კონსულტაციებს გამართავს
Next post ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის სატელევიზიო-პროპაგანდისტულ არხებს მიხედოს