ბიძინა კულუმბეგოვი: ასაკოვანი ადამიანები „ასტრაზენეკას“ უკეთესად იტანენ, ვიდრე „ფაიზერს“

Read Time:26 Second

ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და „ასტრაზენეკას“ მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ.

ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება
Next post თეა წულუკიანი: გასაკვირი არ იქნება, თუ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის ფულს საკუთარი ინტერესების შესაბამისად განკარგავს