თეა წულუკიანი: გასაკვირი არ იქნება, თუ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის ფულს საკუთარი ინტერესების შესაბამისად განკარგავს
„გასაკვირი არ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის ფულს საკუთარი ინტერესების შესაბამისად განკარგავს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, მეც მათ შორის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს არანაირ სიკეთეს არ მოუტანდა იმიტომ, რომ მან იცის მხოლოდ ფასადური რეფორმები, მან იცის მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულებები საკითხისადმი.
მას აქვს სერიოზული პრობლემები ფულთან და მისი მიდგომა, როგორც ერთი ადამიანის ფულთან, არის ძალიან კონფლიქტური იმ გაგებით, რომ მას შეუძლია ძალიან თავისუფლად განკარგოს სახელმწიფო ფული პირადი მიზნებისთვის და მას ეს საქართველოში არაერთხელ გაუკეთებია, უფრო მეტიც, ამის გამო ჩვენთან ის უკვე სისხლის სამართლის დამნაშავედ არის ცნობილი.
ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუკი უკრაინელი ხალხის ფულს ის განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ჩვენ, საქართველოში უკვე ვიცით, რომ
ეს არ არის ადამიანი, რომელსაც სისტემური რეფორმები შეუძლია.
მას შეუძლია მხოლოდ ზედაპირულად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა რეფორმების გზაზე, რასაც მერე არქმევს ხოლმე რეფორმას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...