ბიძინა ივანიშვილი – გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს

Read Time:1 Minute, 13 Second

„გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაც მის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დარჩენილიყო მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მისი თქმით,  შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მოუიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის,  შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი ამოძრავებდა.

“ყურადღება და კონცენტრაცია ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, თუ ბიზნესს მაინც ვაკლებდი ყურადღებას, პოლიტიკაზე სრულად ვიყავი კონცენტრირებული, მთლიანად ვიყავი მასზე ფოკუსირებული და შედეგმაც არ დააყოვნა – უკლებლივ  ყველა მიმართულებით პოზიტიური და პრაქტიკულად, შეუქცევადი, შედეგები გვაქვს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო, პოლიტიკიდან საბოლოოდ  დისტანცირების თაობაზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების.

შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა…

პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაძლებელია უახლოეს მომავალში საქართველოში Pfeizer-ის ვაქცინით აცრა გახდეს შესაძლებელი
Next post ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად – „entrepreneur