ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად – „entrepreneur

„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს“ – წერს  ჟურნალ „entrepreneur-ის რედაქტორი გიორგი შარაშიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან  ექსკლუზიური ინტერვიუს ბოლოთქმაში.

როგორც შარაშიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად.

მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი  სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ.

„როგორც პუბლიკაციის დასაწყისში აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი 9 იანვარს შედგა. მასთან ინტერვიუზე “ჩვეულებრივი ქველმოქმედების” საკითხებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დეტალური საუბრის და, მითუფრო, მისი ვრცელი წერილის გაცნობის შემდეგ, არ მტოვებს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მასშტაბის ქართველი ფილანტროპის პორტრეტს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია: თუ ქველმოქმედების არსი – კერძო ინიციატივით და პირადი ძლისხმევით კანონიერად მოპოვებული სიკეთეების საზოგადოების სასარგებლოდ ნებაყოფლობით და უანგარო დათმობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს. ყველა ნაბიჯი, რაც მან 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში გადადგა, ამაზე მეტყველებს. იგი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად. იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი  სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ” – წერს გიორგი შარაშიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ ,,სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ეუთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.ამის შესახებ ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი, იან ბრაათუ სოციალურ ქსელში წერს.“არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ”, - წერს ბრაათუ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმების მიზნით იყო გადაყვანილი და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს.ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და „არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება არ ყოფილა“.„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ - ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.„როდესაც წარვადგინეთ, ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და, მეორე მხრივ, ის გეგმები, რომლებიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის ხუთსაათ-ნახევრიდან ოთხ საათამდე შემცირება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას გაწეული ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე, ზოგადად, შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები