არჩილ თალაკვაძე: გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რატომ გამოიყენეს გვიანდელი რუკები აზერბაიჯანთან დავით-გარეჯზე მოლაპარაკების პროცესში

Read Time:50 Second

გამოძიებამ უნდა გასცეს მძიმე კითხვებს პასუხი, რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება, მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ინტერესების დასაცავად მაშინ, როცა 1938 წელს გამოცემული რუკა, ოფიციალურად იყო შეთანხმებული მხარეებს შორის სახელმწიფო დონეზე, ადგენდა ჩვენი სახელმწიფოსთვის უფრო სამართლიან პირობებს, ისტორიული ჭეშმარიტებისა და საზღვრის დადგენის რეალურ საშუალებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა..

მისი თქმით, პირველ რიგში ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ საქართველო განაახლებს მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან.„რა საკვირველია ახალ გარემოებებს და ფაქტობრივ მონაცემებს, რაც გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული ვეცდებით ამის გამოყენებას მოლაპარაკების გასაგრძელებლად, რათა გადაიხედოს ის პირველადი შეთანხმებები, რაც კომისიის მუშაობის ფარგლებში იყო მიღწეული. შესაბამისად ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ოფიციალურად სახელმწიფოებს შორის შეთანხმებული რუკით, რომლის ასლიც იყო ხელმისაწვდომი მანამდე, თუმცა როგორც პროკურატურისგან მოვისმინეთ ამ რუკის ორიგინალი არ ფიგურირებდა მოლაპარაკებებში, მაშინ როცა ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენი ერის ინტერესებისთვის, განვაგრძობთ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე დავით-გარეჯზე: ვეცდებით მივაღწიოთ პირველადი შეთანხმების გადახედვას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იყო მიღწეული
Next post საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  რესან კონცელიძე, ხახულის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა