ანრი ოხანაშვილი: წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება

Read Time:36 Second

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხმაურება:
„წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა მათ მიერ 52 მილიონ დოლარად შეძენილი იპოდრომის ტერიტორია. ამ ფართობზე, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მოეწყობა ახალი რეკრეაციული ზონა – ცენტრალური პარკი, რომლის კეთილმოწყობაზეც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
„გაგიკვირდებათ“ და რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კვლავ შეძლეს ამ ფაქტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. პარადოქსია, რომ ამ ქველმოქმედების დისკრედიტაციას განსაკუთრებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მაშინ, როდესაც მათმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა 52 მილიონ დოლარად შეძენილი ქონება აჩუქა ხალხს და კიდევ 200 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს.
ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილი არ იღლება ქველმოქმედებით” – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: „მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია“
Next post ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მათ საერთო განწყობა