ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მათ საერთო განწყობა  

Read Time:43 Second

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ჯერ კიდევ რჩება  საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

,, დღეს ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მოსახლეობის საერთო განწყობა.

ზუგდიდში  პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, მოწესრიგებული იქნება.

ჯიხაშკარში  წალენჯიხასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე მოწყობილია, რითაც მოსახლეობის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. ვგეგმავთ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც.

დღის ბოლოს შეხვედრა ხეცერაში დავასრულეთ. სხვა სოფლების მსგავსად, გზის რეაბილიტაცია აქაც აქტიურად მიმდინარეობს“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღის ბოლოს  ხეცერაში დაასრულა, სადაც სხვა სოფლების მსგავსად გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

 

კანდიდიატთან ერთად შეხვედრებს, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია შეხვდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება
Next post საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა