ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდისა და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას

Read Time:1 Minute, 9 Second

გერმანულ-ქართული თანამშრომლობა და ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე არის სულ სხვა ნიშნულზე. ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდისა და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას, ვისმენთ და ჩვენი საზოგადოება ისმენს კანცლერის მხარდამჭერ განცხადებებს და ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის მადლიერები ვართ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება, ჩვენ ამის იმედი აღგვითქვეს და მზად ვართ, რომ შემდგომშიც ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. მისივე თქმით, გერმანიას, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას, პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

„ჩვენ ვართ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში ჩვენს კოლეგებთან ბუნდესტაგში, ვაწვდით მათ დამატებით ინფორმაციას, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა პირობა და ამოცანა, რომელიც გვაქვს ჩვენ ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული.

ფაქტია, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ დიდია გერმანიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

ისტორიულად გერმანია მხარს უჭერდა და დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული ქვეყნის განვითარებას და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც გერმანიას, ევროკავშირის ფარგლებში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხმა და საკმაოდ დიდი პოლიტიკური წონა. გერმანიას, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას, ძალიან პოზიტიური როლის მოხდენა შეუძლია იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც უნდა იყოს მიღებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Next post შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა