ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება

Read Time:1 Minute, 12 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება.

ამის შესახებ თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ტაბლო“ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები ტექნიკურ დახმარებასა და საკონსულტაციო მომსახურებების თაობაზე ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების დიდი გამოცდილება აქვთ.

„ვიდრე დაიწყებოდა ეპიდემია ეს ჯერ კიდევ გაცხადებული გვქონდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. დაწყებული გვქონდა მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, იმ ინსტიტუტებთან ვინც თავიდანვე იყო დაინტერესებული ამ პროექტში შესვლით.

უბრალოდ, ეს წინა ინვესტორის პირობებში ვერ მოხერხერდა. მათთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება, ტექნიკური დახმარება, საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე, რათა ისინი დაგვეხმარონ ახალი ტენდერის მომზადებასა და გამოცხადებაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე თანდათან გავხსნათ ეკონომიკა და ვთვლით, რომ დადგა მომენტი, როდესაც უნდა მივუბრუნდეთ და გავააქტიუროთ ეს ჩვენი სამუშაო პროცესი. აქედან გამომდინარე, დავაჩქარებთ ტენდერის მომზადებას და ვეცდებით, რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ.

ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტებთან, ვინც მანამდე იყო ჩართული ამ პროექტში, არამხოლოდ EBRD, ასევე აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ ასევე შეიძლება ვესაუბროთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, რომელიც არის მსოფლიო ბანკის წევრი. ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც გარდა სესხებისა, ასევე აქვთ ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აღდგება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორ გავლენ პროექტიდან ინვესტორები, რომელთაც უკვე ჩადეს თანხები პროექტში, მინისტრის თქმით, ეს საკითხი, კონტრაქტითაა დარეგულირებული.

9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, მათ სალაპარაკო თემა აღარ დარჩათ
Next post გიორგი ცუცქირიძე: საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია