სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, მათ სალაპარაკო თემა აღარ დარჩათ
როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ მე ვგულისხმობ ორივე ფრთას „ევროპულ საქართველოს“ ამ სივრცის ქვეშ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში აქვთ, მაგრამ იმას ვერ გასცდება. პირველი პოლიტიკური ფასი ის იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სალაპარაკო თემა აღარ დარჩა. „მათ უნდოდათ ელაპარაკათ რაღაც თემაზე. არაფერი თემა არ ჰქონდათ. უნდოდათ საარჩევნო სისტემის ცვლილება. საარჩევნო სისტემაზე იყო განსხვავებული შეხედულებები. შევთანხმდით ამ საკითხზე, მერე გაჩნდა გარკვეული თემა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების. ამაზე იყო მთელი სალაპარაკო. ახლა ეს თემაც გამოეცალათ“, – აღნიშნა სუბარმა.
15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
„ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ოპოზიციას სპეკულაციური იარაღი ამოაცალა, „მაგრამ ეს მაინც შეცდომა ჰგონია“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...