რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ყველაფერს აკეთებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ძალიან სძულთ.
„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა. სწორედ ეს ომი იწვევს დიზელის საწვავზე ფასების ზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

