ალეკო ელისაშვილი: პოზიციები დაახლოებულია და საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე

Read Time:28 Second

ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გაიმართა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

„ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი“,- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება