ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა

Read Time:19 Second

სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 23 წლის ალექს ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი.

„ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ“,  – ამბობს მეგობარი.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამწვანების აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
Next post 8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება