რადიკალურ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური სახის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა; შეხედავენ უნგრეთს და უნდათ უნგრელობა; შეხედავენ ნეპალს და უნდათ ნეპალელობა. მთავარია ის, რომ ქართველობა არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის მათი მთავარი პრობლემა.
„უნდათ, იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი. არაქართველს არასოდეს ექნება წარმატება საქართველოში. პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ იმ სასოწარკვეთას აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

