ევროკავშირის ისტორია არის საუკეთესო მტკიცებულება, რომ ის არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი ევროპის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს.
„არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის. როგორც ყველამ იცის, ევროკავშირი აშენდა მეორე მსოფლიო ომის ფერფლზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის, სწორედ ამიტომ შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირის ისტორია არის საუკეთესო მტკიცებულება, რომ ის არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი ევროპის ისტორიაში. მშვიდობის და განვითარების 80 წლის განმავლობაში ჩვენ გავაფართოვეთ ეს შესაძლებლობა საქართველოზე, რომ ის გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული არ იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

