აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი გულწრფელად ისწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ეს კონფლიქტი აშშ-სთვის აშკარად საჭირო არ არის, მათ ბევრი სხვა პრიორიტეტული ამოცანა აქვთ. ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვართ მათი, მაგრამ ეს, პირველ რიგში, რუსეთისა და უკრაინის საქმეა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბარში მას გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ზავის გეგმების შესახებ აცნობა, რომელსაც ამერიკელმა ლიდერმა მხარი დაუჭირა, თუმცა კიევიდან დაუყოვნებელი რეაქცია არ მოჰყოლია.
„მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ გამოვაცხადეთ, რეაქცია არავისგან მოჰყოლია. გავიდა, ერთი-ორი დღე, როგორც ჩანს, კიევში დაფიქრდნენ და კარგად გაიაზრეს, რომ ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი იყო და როგორც ჩანს, თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნიეს ამაზე რეაგირება. მაგრამ, როგორ უნდა მოეხდინათ რეაგირება? – ჩვენს წინადადებაზე უბრალოდ დათანხმება, როგორც ჩანს, თავისთვის წამგებიანად მიიჩნიეს. ამიტომ, სხვა წინადადება მოიგონეს“, – აღნიშნა პუტინმა.

