კვირა, მაისი 10, 2026

შალვა პაპუაშვილი – არ გვაქვს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობის სურვილი, მაინტერესებს, ამ თავყრილობაზე თუ ვიხილავთ 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ეს ბევრს აჩვენებს ქართველ ხალხს

ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში?

როგორც პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობის „არანაირი სურვილი არ აქვს“.

„ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის შესახებ. ეს მსხვერპლი რომ არა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საქართველომ და ქართველმა ხალხმა გაიღო, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი. რა თქმა უნდა, ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ გვაქვს.

მე ერთი რამ მაინტერესებს, ვიხილავთ თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, მათ, ვინც ნეპალით გვემუქრებოდნენ. ეს ხალხი გამოჩნდება თუ არა მათ ღონისძიებაზე და ხელს ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს. მაინტერესებს, 26 მაისს რომ დაანონსებული აქვთ კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ შეკრებაზე, ხელს თუ ჩამოართმევენ. ეს ბევრ რამეს აჩვენებს ქართველ ხალხს, სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის და რადიკალიზმის უკან“, – აღნიშნა პაპუაშილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე – საკითხს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები

ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება, დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას.მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად – ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო – ველოდებოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“ – განაცხადა მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება, რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა „ვამოროლონი“ იმ „კორტიკოსტეროიდთან“ შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა „დეფლაზაკორტის“ „ვამოროლონით“ ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებითაც. საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იდეალური არ არის – ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი

ევროკავშირი იდეალური არ არის - ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ. ,,ბუნდოვანების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი. გადაადგილების თავისუფლება, ერთიანი ბაზარი, რომელიც მუშაობს, თაობების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და, უპირველეს ყოვლისა - მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ევროკავშირმა თავისი ისტორიის განმავლობაში თანმიმდევრულად უზრუნველყო. ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირებას იმედით შეჰყურებენ, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ის ხვალაც შესრულდება. ევროკავშირი იდეალური არ არის. მაგრამ უკვე 75 წელზე მეტია, ამ დაპირებას ასრულებს. ის საიმედოა - და სწორედ ეს არის მთავარი. ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ. სახლი იქ არის, სადაც გულია. და დღეს, ჩვენი გულები ევროპაშია. გილოცავთ ევროპის დღეს”,- ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.

გიორგი შარაშიძე – ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ

4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს. ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, იყო სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც, ნაცვლად გაძლიერებისა, დაასუსტა ოპოზიციური მოძრაობა და გააძლიერა „ქართული ოცნება“. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველი ხალხის ერთიანობაში რაღაც წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია. ყველას ვურჩევ, რომ ასეთი ღირებული დღესასწაული, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ იყოს გამოყენებული საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და საკუთარი მომხრეებთან ერთად, რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – განაცხადა შარაშიძემ.

ვლადიმერ პუტინი – აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა

აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი გულწრფელად ისწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„ეს კონფლიქტი აშშ-სთვის აშკარად საჭირო არ არის, მათ ბევრი სხვა პრიორიტეტული ამოცანა აქვთ. ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვართ მათი, მაგრამ ეს, პირველ რიგში, რუსეთისა და უკრაინის საქმეა“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან ბოლო სატელეფონო საუბარში მას გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ზავის გეგმების შესახებ აცნობა, რომელსაც ამერიკელმა ლიდერმა მხარი დაუჭირა, თუმცა კიევიდან დაუყოვნებელი რეაქცია არ მოჰყოლია.„მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ გამოვაცხადეთ, რეაქცია არავისგან მოჰყოლია. გავიდა, ერთი-ორი დღე, როგორც ჩანს, კიევში დაფიქრდნენ და კარგად გაიაზრეს, რომ ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი იყო და როგორც ჩანს, თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნიეს ამაზე რეაგირება. მაგრამ, როგორ უნდა მოეხდინათ რეაგირება? – ჩვენს წინადადებაზე უბრალოდ დათანხმება, როგორც ჩანს, თავისთვის წამგებიანად მიიჩნიეს. ამიტომ, სხვა წინადადება მოიგონეს“, – აღნიშნა პუტინმა.

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ

წევრობა ეფუძნება მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ, მოკლე გზა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ზუსტად ისეთივე ნაბიჯები უნდა გადადგას, როგორც სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა.„ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ და დარწმუნებული ვარ, ნახეთ პოსტერები მთელ ქალაქში. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ სოციალური მედიის პლატფორმა, სატელევიზიო რეკლამები და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე.ყოველ ჯერზე ვიმეორებ, რომ ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთხმად და უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვიტა, გაეხსნა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ნებას. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება წევრობაზე. წევრობა ეფუძნება მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. მოკლე გზა არ არსებობს. თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და ზუსტად იგივე პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ წერილი მიიღეს, სათავო ოფისში გადაგზავნეს და პასუხი გარკვეულ დროში დაბრუნდება.

ბოლო სიახლეები