ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

ირაკლი კობახიძე – ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები ლიდერებთან თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას

ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან.

„რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში”, მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, გამოცდილებისა და ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე გამოწვევების გააზრებას. „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქმნის შესაძლებლობა სტუდენტებმა ცოდნა და უნარები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადონ. დეკანის განმარტებით, ოლიმპიადაში 50-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის ჩართულობა ნათლად მიუთითებს ღონისძიების მაღალ ავტორიტეტსა და ფართო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რაც მას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.„საერთაშორისო ოლიმპიადები და მსგავსი სახის კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების თანამედროვე მოდელის კიდევ მეტად განვითარებაში, რადგან ისინი ქმნიან მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სცილდება თეორიული სწავლების ფარგლებს. ოლიმპიადა, პირველ რიგში, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას - სტუდენტები მუშაობენ კომპლექსურ ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ალგორითმულ მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადა ეფექტური პლატფორმაა კულტურათაშორისი კომუნიკაციის განვითარებისათვის. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ, გაცვალონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ერთმანეთის საგანმანათლებლო სისტემებსა და პროფესიულ მიდგომებს. გარდა ამისა, მსგავსი ფორმატის კონკურსები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გააზრებას. მონაწილეები ეცნობიან უახლეს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ასეთი აქტივობები აძლიერებს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საერთაშორისო აქტივობებში სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ამყარებს სტუ-ის პოზიციებს გლობალურ აკადემიურ სივრცეში. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, საერთაშორისო პროექტებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და გაზარდოს თავისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.„საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში, მათ შორის სხვადასხვა დონისა და ფორმატის ოლიმპიადებში სტუდენტთა სისტემური ჩართულობა, რომელიც ხორციელდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. პრაქტიკა ემყარება უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაზე, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენების უნარის განვითარებას, კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანმიმართულად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და პროექტებში, რაც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისათვის. მსგავსი პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო აკადემიურ რუკაზე, აძლიერებს მის რეპუტაციას და ქმნის პარტნიორობის გაფართოების საფუძველს. ამასთანავე, მსგავსი აქტივობების ფარგლებში დასახული ამოცანები მოიცავს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მათი პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას, აგრეთვე ინოვაციური და ტექნოლოგიურად ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში და ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

ვიკა ფილფანი – ხალხი, რომელიც დღეს არჩევნების გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს, 2025 წელს არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა

უნგრეთი კარგი მაგალითია უნგრეთისთვის, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი არასდროს გვჭირდებოდა, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.„ხალხი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია, არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ხელისუფლება შესაცვლელად არჩევნები ერთადერთი გზაა. სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა. 30 წელია ამ ქვეყანაში ადამიანები შრომობენ, რომ არჩევნები გახდეს ქვეყნის პოლიტიკაში რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი. არაერთი მილიონია დახარჯულ, რომ ხალხისთვის აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. 30 წლის ნაშრომი, ამ ალიანსებმა და პარტიებმა წინასაარჩევნოდ 2025 წელს, წყალში ჩაყარეს. თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რაც სამწუხაროა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. სჯობს თავი დაანებონ, „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნების“ ძახილს და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს. ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოასწორონ, სულ მცირე, ბოდიშის მოხდით და არა იმით, რომ კრიტიკას თავის მსხვერპლად წარმოჩწნით პასუხობენ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.მისი თქმით, როდესაც გადაწყვიტეს ახალი გეგმების დასახვა და განხორციელება, ამას 4 ოქტომბერი მოჰყვა.„შესაბამისად, არ ვიცი, აქვთ თუ არა რესური, რომ რაიმე ახალი შესთავაზონ ქართველ ხალხს. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება შრომა, მოთმინება, კონტრუქციულობა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება. ბოიკოტი ვერ დაეხმარება ვერაფერს და ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, უცებ, სწრაფად დაგეგმვით, ერთი თარიღით, რევოლუციური სცენარებით არ გამოდის ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რასაც ბევრი მათგანი ახლა მიხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.ისრაელის მხარემ განცხადებაში საუბარი „გულთბილად“ შეაფასა. პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია ბუდაპეშტში.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შემოთავაზება მიიღო და თავის მხრივ, მადიარი იერუსალიმში მთავრობათაშორის შეხვედრაზე მიიწვია.ცნობისთვის, მანამდე პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დააბრუნებს. სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამო გასცა. უნგრეთის მოქმედმა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც მალე თანამდებობა უნდა დატოვოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურა 2025 წლის აპრილში დაიწყო, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს უმასპინძლა. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის მოუწოდა, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს.ვანგ ის განცხადებით, ირანის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრუტეში დაცული უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად გარანტირებული უნდა იყოს ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება.„სრუტის გახსნა ყველას საერთო ინტერესია. ჩინეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას და მოლაპარაკებების განახლებას“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.როგორც ტრამპმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.„ვცდილობ გარკვეული სივრცე შევქმნა ისრაელსა და ლიბანს შორის. ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელი. ეს ხვალ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა.ლიბანელი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.

ბოლო სიახლეები