პარასკევი, აპრილი 17, 2026

ეთერ კაკულია დღეს 81 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 73 წლის გახდებოდა.
ეთერ კაკულია 1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.
ეთერ კაკულიას ძლიერი ხმა და საუკეთესო სცენური მონაცემები ჰქონდა. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად.
 
ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალექსანდრე ვაჩიბერაძე და ერთი შვილიშვილი მარიამი. მომღერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე.
 
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
 
2015 წლის 26 ივნისს ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.
 
ეთერ კაკულიას ბოლო ნამუშევარი ოთარ ტატიშვილის სიმღერა – “სიმღერა ჩემი ფრთებია” იყო, რომელმაც ყველა სატელევიზიო და რადიო ეთერი და ინტერნეტსივრცე მოიცვა.
 
მისი უკანასკნელი პირდაპირი ეთერი კი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის კვირაში” შედგა, სადაც მომღერალმა ქართველ ხალხს სიყვარულისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა და პირდაპირ ეთერში სიმღერა უკანასკნელად შეასრულა.
 
13 ივნისის სტიქიის დროს ეთერ კაკულიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მათ გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო.
 
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით,  18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.„თბილისში 18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის კრიზისები, რასაც...

საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, შუა დერეფანი იძენს მნიშვნელობას და ამ მხრივ, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ შუა დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც გარშემო ვხედავთ.„მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ვითარდება. საბედნიეროდ, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებები, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ვხედავთ, რა მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი და ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურებაა, რომ ამ დერეფანში არ არის ის არეულობა და კრიზისები, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.პარლამენტებს შორის ურთიერთობა ძალიან ინტენსიურია. ცოტა ხანში გვექნება სამმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში ვუმასპინძლებთ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების კომიტეტების ფორმატში. ეს ტრადიციული ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საპარლამენტო დონეზე ერთად ვისაუბროთ.ჩვენ გვქონდა ვიზიტი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით და მეც საპასუხო ვიზიტით მოვიწვიე იგი. იმედია, ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები

მსოფლიოში მიმდინარე ომები გვაქვს, გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელ გამოწვევებსა და გაურკვევლობებზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია.„მსოფლიოში მიმდინარე ომები გვაქვს. გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამ სიტუაციაში აუცილებელია ძირეული გადაწყვეტილებების მოძებნა. როგორც იცით, ჩვენი პერსპექტივიდან შეხედვით, ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსი მიზანი გვაქვს, თუმცა ვხედავთ, თავად ევროკავშირი სერიოზული და ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას.წლების განმავლობაში, ევროკავშირს სპეციფიური ძლიერი მხარეები გააჩნდა, ძლიერი იდენტობა, მაღალი კეთილდღეობის დონე და სიძლიერე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ახლა კი ევროკავშირი ამ სამივე მიმართულებით გამოწვევების წინაშე დგას. ეს ძალიან გვაწუხებს, და ვიმედოვნებთ, სიტუაცია მომავალში შეიცვლება.რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ცხადია, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონსაც ეხება. თუმცა, ამავდროულად, ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები.წლების განმავლობაში საქართველო ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდს წარმოადგენდა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქცია. ახლანდელ პირობებში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები კვლავ სპეციალურ გამოწვევებს აწყდება, შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებს განსაკუთრებული მომსახურება შევთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების ეფექტური გადაადგილებისათვის.ჩვენ განვგარძობთ ამ ფუნქციის გაძლიერებაზე მუშაობას. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობაზე და პროგრესზეა ორიენტირებული, წარმატებულია. ეკონომიკური მონაცემები ამის დასტურია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, 2021 წლიდან საშუალოდ 9.3% და წელიც კარგად დავიწყეთ: იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ.ეს არის ჩვენი ხედვა: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური პროგრესი და კავშირების განვითარება. ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ შიდა მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ხელს ვუწყობთ ფართო მშვიდობას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ ძლიერ პარტნიორებს ვუწოდებთ თავს თურქეთთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.მან ასევე ისაუბრა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეის შესახებ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ლაიტმოტივი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული. ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება ყველა მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის შეხვედრა უახლოეს წუთებში დაიწყება.ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.

ბოლო სიახლეები