ეთერ კაკულია დღეს 81 წლის გახდებოდა

Read Time:1 Minute, 19 Second
ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ეთერ კაკულია დღეს 73 წლის გახდებოდა.
ეთერ კაკულია 1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.
ეთერ კაკულიას ძლიერი ხმა და საუკეთესო სცენური მონაცემები ჰქონდა. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად.
 
ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალექსანდრე ვაჩიბერაძე და ერთი შვილიშვილი მარიამი. მომღერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე.
 
2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
 
2015 წლის 26 ივნისს ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს. ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.
 
ეთერ კაკულიას ბოლო ნამუშევარი ოთარ ტატიშვილის სიმღერა – “სიმღერა ჩემი ფრთებია” იყო, რომელმაც ყველა სატელევიზიო და რადიო ეთერი და ინტერნეტსივრცე მოიცვა.
 
მისი უკანასკნელი პირდაპირი ეთერი კი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “იმედის კვირაში” შედგა, სადაც მომღერალმა ქართველ ხალხს სიყვარულისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა და პირდაპირ ეთერში სიმღერა უკანასკნელად შეასრულა.
 
13 ივნისის სტიქიის დროს ეთერ კაკულიამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ მათ გვერდით ყოფნა აღარ შეეძლო.
 
ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. შემდეგ კი ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს